რეზონანსი
(21.10.2023)

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მომენტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს პაციენტი არ გადაჰყავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე