რეზონანსი
(22.10.2023)

"ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს და შესაძლოა ლიბანი ჩაითრიოს ომში, რომლიდანაც ვერაფერს მოიგებს", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა განაცხადა.

"ნამდვილად მზად არის ლიბანის სახელმწიფო ღაზაში ტერორისტების გამო საფრთხე შეუქმნას ლიბანის კეთილდღეობას და ლიბანის სუვერენიტეტს?" - დაწერა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა X-ზე, ყოფილ Twitter-ზე.

კონრიკუსის განცხადებითვე, "ჰეზბოლა" უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელისა და ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და "სიტუაციას ამძაფრებს". ჰეზბოლას ცეცხლს მოყვა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მსხვერპლი - დასძინა მან.

IDF-მა დაინახა შემთხვევები, როდესაც "ჰეზბოლამ" განზრახ ისროლა გაეროს პოზიციების სიახლოვეს, - აღნიშნა კონრიკუსმა, შმისივე განცხადებით, "ჰეზბოლა" რაკეტებს ისვრის სამოქალაქო შენობებიდან და დასახლებული ტერიტორიიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე