რეზონანსი
(22.10.2023)

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსების მიერ ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

"კიდევ ერთხელ, უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი სურათები - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ბევრი მძიმედ დაშავდა" - დაწერა ელჩმა და დასძინა, რომ "კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე