რეზონანსი
(22.10.2023)

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის" მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება.
თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, 212-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია.
ეს მონაცემი არ მოიცავს ჯუდით რაანანსა და მის ქალიშვილ ნატალის, რომლებიც „ჰამასმა" გაათავისუფლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



