
რომის პაპმა ფრანცისკემ ახლო აღმოსავლეთში ომის მონაწილეებს კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი გზავნილი კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ვატიკანში, ტრადიციული მიმართვის დროს გააჟღერა.
„ომი ყოველთვის მარცხია, ეს ადამიანის ნგრევაა. ძმებო, შეწყვიტეთ! შეწყვიტეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ და მძევლების გათავისუფლებისკენ“, - განაცხადა პონტიფექსმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



