რეზონანსი
(23.10.2023)

4 შვილის დედა, ნელი ლუხოშვილი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობელიც ადასტურებს და მასთან ერთად დომენიკ მანგოც, რომელმაც გუშინ გაავრცელა ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია:
„ვიპოვეთ! ყველას დიდი მადლობა უსწრაფესი რეაგირებისთვის. 4 შვილის დედა, ნელი ლუხოშვილი ნაპოვნია. ერთ-ერთ პარკში იჯდა გაურკვევლად, შეშინებულია. ახლა იმყოფება პოლიციაში დაკითხვაზე, რომ გაირკვეს გარემოებები“, - დაწერა მანგომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



