რეზონანსი
(23.10.2023)

სოზარ სუბარის აზრით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩართულიყო.

„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 11 წელია საქართველოს მიათრევს რუსეთისკენ - რა გახდა ასეთი, რომ ვერ მიათრია? გზა აგვერია ეტყობა და იმის ნაცვლად, რომ რუსეთში წაგვეყვანა, უცებ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, უცებ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, უცებ წარვადგინეთ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი და გავატარეთ რეფორმები, რომლებითაც ყველაზე მეტად თავსებადია საქართველო არა მხოლოდ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი ახლახან, არამედ ბევრ იმ ქვეყანასთან შედარებითაც, რომლებმაც მრავალი წლის წინ მიიღეს ეს სტატუსი და დღესაც იმ სტატუსში არიან გაჩხირულები“, - განაცხადა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე