რეზონანსი
(23.10.2023)

ავსტრალიაში კაცმა ლატარიაში 1,8 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მან TattsLotto-ს ჯეკპოტი კიდევ 10 ადამიანთან გაიყო. როდესაც მას ლატარიის კომპანიიდან დაურეკეს და მოგების შესახებ შეატყობინეს, გამარჯვებულმა აღიარა, რომ დილიდან ცუდი დღე ჰქონდა.
„შოკში ვარ. წარმოდგენაც არ მქონდა. სასაცილოა, მაგრამ დღეს ცუდი დილა მქონდა, სამსახურში პრობლემები მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა“, - განაცხადა მან
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



