რეზონანსი
(23.10.2023)

პოლონეთში, ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევის მიზეზი ის გახდა, რომ მანქანის მძღოლი გზიდან გადავიდა, თხრილში ჩავარდა და ამობრუნდა.
ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა - 53 წლის ქართველი და 49 წლის პოლონელი. ეს უკანასკნელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"უცნობია ვინ იყო მძღოლი, რადგან ერთ-ერთი კაცი მანქანიდან გადმოვარდა", - წერს ადგილობრივი მედია.
ტვ25
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



