რეზონანსი
(23.10.2023)

ჯანდაცვის სექტორში მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

2024 წლიდან სამიზნე ჯგუფს დაემატება უმცროსი ექიმი, ექთნის დამხმარე, ბებია ქალი და სხვა პროცესში ჩართული რგოლი. წინასწარი გათვლებით, ახალი რეფორმა 6 000-მდე სამედიცინო პერსონალის წევრს შეეხება. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მედპერსონალი კუთვნილ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს, სანქციის სახით, 3-ჯერ მეტი ოდენობის თანხას „დაუკავებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე