რეზონანსი
(23.10.2023)

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში ძლიერი აფეთქების ხმა იყო.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსში აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობას ხანძრის სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მათი დაშავების ხარისხზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
უცნობია ასევე, იმყოფებოდა თუა არა უშუალოდ აფეთქების დროს ვინმე საცხოვრებელ სახლში. წინასწარი ვარაუდით, წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.
"რუსთავი 2"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



