რეზონანსი
(23.10.2023)

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუს" სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში 2 დაშავებულია გადაყვანილი.
ცნობისათვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადა სამი ადამიანი დაშავდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



