
განახორციელებს თუ არა პრეზიდენტი დაბლოკილ ვიზიტებს - შეხვედრიდან გამოსული "რესპუბლიკელების" ლიდერი, ხათუნა სამნიძე არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტები ისევ განახორციელოს.
ძირითადი საუბარი იყო ევროპული სტატუსი და ის, რომ ამ მიმართულებით რას აპირებს პრეზიდენტი. ის აპირებს, რომ დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი საკუთარი მანდატის ფარგლებში და ის ამისთვის გააკეთებს ყველაფერს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიზიტებში ისევ წავიდეს, რადგან ევროპული სტატუსის დაცვა ნიშნავს კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას". - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა თქვეს, რომ ზურაბიშვილი გაჩერებას არ აპირებს და მას ევროინტეგრაციისთვის კონკრეტული გეგმაც აქვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



