რეზონანსი
(24.10.2023)

ევროკავშირი თავისი მიზნის მიღწევის გზაზეა, შეწყვიტოს რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ამ ათწლეულში. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

ევროპის ქვეყნები მეორე ზამთარია, უკვე რუსეთის გაზის დეფიციტს განიცდიან მას მერე, რაც რუსეთმა შეამცირა მიწოდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამას კი ენერგეტიკული კრიზისი - ფაზების სარეკორდო ზრდა მოჰყვა.

Reuters-ის ცნობით, 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ბრიუსელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მოელის რუსეთის გაზის იმპორტის 40-45 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირებას, მაშინ, როცა 2021 წელს, ომის დაწყებისას, ეს მონაცემი 155 მილიარდ კუბურ მეტრს უდრიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე