რეზონანსი
(24.10.2023)

"მცირე აკვატორიაა, სადაც შეიძლება, რამდენიმე მცირე სანაპირო დაცვისთვის გამოყენებადი კატარღა განთავსდეს", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზის მოწყობას.

დეპუტატის შეფასებით, "პროვოკაციულია" განცხადებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესში რაიმე სახის სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით. 

მცირე აკვატორიაა, სადაც შეიძლება, რამდენიმე მცირე სანაპირო დაცვისთვის გამოყენებადი კატარღა განთავსდეს - ეს ერთი. მეორე, რუსეთის აგრესია და ოკუპაცია აფხაზეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით არის უკვე მომხდარი და მიმდინარე ფაქტი, პროცესი. ამიტომ თუ რაიმე დამატებითი ქმედება იქნება განხორციელებული, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მიმდინარე აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის გაგრძელება. დანარჩენი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ვითარებაში საქართველომ იქ რაიმე სამხედრო ხასიათის ჩარევა გააკეთოს, ძალიან გთხოვთ, ასეთი პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავეთ" - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია, შესაძლოა, რუსეთმა მისი სამხედრო გემებისთვის გამოიყენოს. პუტინი  ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო ხომალდების გადატანას ოჩამჩირეში გეგმავს. იქ რეკონსტრუქციების სამუშაოები გარკვეულწილად უკვე ჩაატარეს. 

"რუსეთს სამხედრო ბაზა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადააქვს, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრაღაში „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე