რეზონანსი
(24.10.2023)

კონფლიქტის მოგვარების საფუძველი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს - აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით
„რუსული მხარის პოზიცია ძალიან თანმიმდევრულია, ეს არაერთხელ გამოთქვა პრეზიდენტმა პუტინმა. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფა და პრობლემის გადაწყვეტის მიღწევა, რომლის საფუძველი უნდა იყოს პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა." თქვა პესკოვმა.
მისივე მტკიცებით, რუსეთი მუდმივ კონტაქტზეა ისრაელთან და ცვლის მოსაზრებებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



