რეზონანსი
(24.10.2023)

„სახელმწიფო მდივანი მოწოდებულია, პოლ უილანი სახლში დააბრუნოს. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა, რომ რუსეთის მიერ პოლ უილანის უკანონო დაპატიმრება აღმაშფოთებელია და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. რუსეთს მივმართეთ სერიოზული წინადადებით და არ შევაჩერებთ მის საქმეზე მუშაობას, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება“, - განუცხადა CNN-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.

2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე