რეზონანსი
(24.10.2023)

ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სწრაფად მოძრავი "ლენდ როვერის" მარკის ავტომობილი, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შედეგად ადგილზე დაიღუპნენ მძღოლის მეუღლე და და. დაშავდნენ 6-12 წლის ბავშვები. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



