
ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სწრაფად მოძრავი "ლენდ როვერის" მარკის ავტომობილი, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ მძღოლის მეუღლე ნათია ჭიჭიაშვილი და მძღოლის და ნათია ფარეულიძე. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ერთ-ერთ მათგანი წუხელ თბილისში გადმოიყვანეს. დაღუპულები სოფელ ალვანიდან იყვნენ.
"ამბობენ, რომ მანქანა გაუმართავი იყოო, ვეუბნეოდით, ამ მანქანით ნუ დადიხარო. საშინელება ტრიალებს, ბავშვები დედას კითხულობენ" - ამბობენ დაღუპულების ოჯახის ახლობლები.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



