რეზონანსი
(25.10.2023)

ჟურნლისტ ეკა კვესიტაძესა თამარ ჩერგოლეიშვილს შორის ბოლო დროს დიდი დაპირისპირებაა. ამჯერად ახალი ეტაპი კვესიტაძემ გახსნა, რომელმაც დაწერა:

,,ჩერგოლეიშვილი ქართულს თუ იცეკვებს ჩემს სტუდიაში ექსკლუზიურად, მოვიყვან. ისე არ მაინტერესებს”

მანამდე კი თამარა ჩერგოლეიშვილმა ,,ფეისბუქზე” ასეთი მიმართვა გამოაქვეყნა:

,,ზურა ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას 11 ნოემბერს ვეპატიჟები პირადად მე ევროპული საქართველოს დელეგატების კონფერენციაზე.

ჩვენ იქ წარმოვადგენთ ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვის გეგმას.

ჩვენ იქ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით – ახალი რესპუბლიკის დაფუძნების გეგმას.

ჩვენ იქ წარმოვადგენთ დეოლიგარქიზაციის გეგმას.

ჩვენ ამ იდეებზე ვმუშაობთ უკვე ორი წელია – გაუჩერებლად.

ხოდა მერე ჩემი თხოვნაა მონა.ჯი-ზე ეს მონაც მოახვედროთ, რომელიც ქართულ საზოგადებას ატყუებს რომ

ოპოზიცია იდეებისგან დაცლილია!

იდეებისგან დაცლილი არის მისი ბელადი და მისი პატრონი.

უბრალოდ, ეკა კვესიტაძე მონაა და პატრონის კონკურენტებს არ აშუქებს – საჯარო ინტერესს ღალატობს და საზოგადოებას ატყუებს.

ასე რომ, მოდით, ნახეთ და განათავსეთ კვესიტაძე მონა.ჯი – ზე!”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე