რეზონანსი
(25.10.2023)

გაეროს გენერალური მდივნის სკანდალური გამოსვლა უშიშროების საბჭოს სხდომაზე - ანტონიო გუტიერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია დაასახელა. მისივე თქმით, პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.

„პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, - განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს გენმდივნის ამ პოზიციას ისრაელის მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა. უწყებაში ამბობენ, რომ გაერო-ს ხელმძღვანელის მოხსენება ცარიელი სიტყვები იყო, რომელიც ტერორიზმს ამართლებდა. „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა ანტონიო გუტიერეში გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე