რეზონანსი
(25.10.2023)

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, 26 ოქტომბერს დიდუბის რაიონში, დიღმის მასივი, IIკვ, N7ა-თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანია ამბობს, რომ აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 26 ოქტომბერს 10:00 საათიდან 26 ოქტომბრის  20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივის II, III, VI კვარტლებს, IV კვარტლის N 7 კორპუსს, V კვარტლის(1-5)(10-24)(26-38) კორპუსებს  მიქელაძის, პაიჭაძის, ჩალაძის გოგიბერიძის, ბელიაშვილის ქუჩებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე