რეზონანსი
(25.10.2023)

დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ცნობილია, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმა პირმა მეორეს ავტომობილით გზა არ დაუთმო.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადას "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



