რეზონანსი
(26.10.2023)

მიხარია, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ, გამიხარდება როდესაც მივიღებთ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების მოლოდინთან დაკავშირებით განაცხადა.

„არანაირი პროგრესი არ იყო [რეკომენდაციების შესრულების მხრივ], მაგრამ მიუხედავად ამისა, განცხადებების დონეზე, მათ შორის ევროპელების, იკვეთება, რომ პოზიტიური განწყობა აქვთ. მართალი გითხრათ, ჩემთვის რაღაცნაირად სულერთიც არის [კანდიდატის სტატუსს] ოთხი პუნქტის გამო მოგვანიჭებენ, თუ ხუთის. მიხარია, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ, გამიხარდება როდესაც მივიღებთ", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ოფიციალური თბილისი ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. მმართველ პარტიას სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს, საპარლამენტო ოპოზიციაში კი არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე