რეზონანსი
(27.10.2023)

მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, მმართველი გუნდის ძალისხმევამ, სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრებმა შედეგი გამოიღო.

„ჩვენმა მონაწილეობამ ფორუმებზე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და ჩვენი სხვა ლიდერების შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ამ ადამიანებმა, პირველ რიგში, გაიგეს, სინამდვილეში რა ხდება საქართველოში და არა ის მოდელირებული აპოკალიფსი, რომელსაც ე.წ. ქართული ოპოზიცია ავითარებს", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე