რეზონანსი
(27.10.2023)

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 79,6 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (77,2 ათასი ტონა) შედარებით. 

2023 წლის 9 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 37,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 27,2 ათასი ტონა (34,2%); თურქეთი - 13,3 ათასი ტონა (16,7%); აზერბაიჯანი - 1,7 ათასი ტონა (2,1%); ირანი  - 0,2 ათასი ტონა (0,3%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,1%);

2023 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 42,19 ათასი ტონა, რაც 13,62 ათასი ტონით ანუ 47,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (28,57  ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 9 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7%  (42,05 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე