რეზონანსი
(28.10.2023)

სოციალურ ქსელში საქართველოს ჩემპიონი კრივში, 19 წლის რეზი ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც გარდაცვლილის ახლობელი წერს, ის ჯარში მსახურობდა და საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს.

„არ ვიცი რა ვთქვა, მძიმე და აუტანელია ეს ტკივილი... დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს.

რაიონის სიამაყე, საქართველოს ჩემპიონი კრივში, ჩვენი რეზი ჩხეიძე, 19 წლის სიცოცხლის სავსე ახალგაზრდა აღარ გვყავს“, - წერს ია ჯიშკარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე