რეზონანსი
(28.10.2023)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია ბელარუსში იმყოფება. Apsnypress-ის ინფორმაციით მინსკში იმყოფებიან ე.წ. საგარეო [ინალ არძინბა] და შს მინისტრები. ასევე ჯანდაცვის, კულტურისა და საგანგებო სიტუაციების "უწყებების" "ხელმძღვანელები".
მედიის ინფორმაციით, მინსკში "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართება" ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან დარგობრივი ორმხრივი პროექტების შემუშავების მიზნით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



