რეზონანსი
(29.10.2023)

ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ვზრდით ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზას სექტორში, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ღამის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლა ღაზას სექტორში და ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს", - აღნიშნა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია ისრაელის ძალებისთვის რისკებს შეიცავს.

„სახმელეთო ოპერაცია რთულია და რისკებს შეიცავს ჩვენი ძალებისთვისაც. ყველაფერს გავაკეთებთ - ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან - ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად", - აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე