
ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავისი ვეტოთი აღმოჩნდა იმ პოზიციებზე, რომელიც უსაფრთხოდ მანიფესტაციის ჩატარების პოზიციას უტევს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ამით ძალაუნებურად ექცევა იმ პოზიციაზე, რომელიც გულისხმობს რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის ქვეყანაში პლაცდარმის შექმნას. რასაკვირველია, ეს სასურველი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ, ეს ვეტო გასაზიარებელი არ არის", - განაცხადა სარჯველაძემ.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



