რეზონანსი
(29.10.2023)

როგორ კეთილშობილურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ამ ყველაფრის გარეკანი, რასაკვირველია ვხვდებით, რომ შიგთავსი არის აბსოლუტურად მავნებლური, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და „დროას" ლიდერების ორგანიზებით, სურამში, ახალგაზრდებისთვის მორიგი სემინარი იმართება.

„ესენი ხელმოცარული პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ სამართლებრივი გზებით ხელისუფლებაში მოსვლის და პოლიტიკოსად შედგომის", - აღნიშნა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე