რეზონანსი
(30.10.2023)

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ამტკიცებს, რომ ბაობაბების შეკვეთილში ტრანსპორტირებით ოლიგარქი ხალხისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ბიძინა ივანიშვილს აქებს და ირწმუნება, რომ ის დიდი ქველმოქმედია.

ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში უდიდესი ქველმოქმედი, რომელსაც 3 მლრდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული ქვეყნის განვითარებისთვის, სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში. რაც შეეხება შეკვეთილის პარკს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სიმდიდრეა და უამრავ დამთვალიერებელს პასუხობს, ეს ბატონი ბიძინას მიერ განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის ხელშემწყობი და საქართველოს მოსახლეობისთვის სასარგებლო პროდუქტია. ძალიან ბევრ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს არ უნდა, რომ საქართველოსთვის სასარგებლო პროექტები განხორციელდეს, - ამბობს ეკა სეფაშვილი. 

გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც.  ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე