რეზონანსი
(30.10.2023)

მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტურ თავდასხმას ევროკომისია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ყოველგვარ ანტისემიტიზმს.

"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ანტისემიტიზმს. ევროკომისიამ უამრავი ნაბიჯი გადადგა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად", - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, სტეფან დე კეერსმაკერმა.

რუსეთში, დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივი მოსახლეობა შეიჭრა.

თავდამსხმელები მგზავრების პასპორტებს ამოწმებდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ იყო მათ შორის ისრაელის მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე