რეზონანსი
(30.10.2023)

ახალციხეში, გიორგი ბრწყინვალის ძეგლთან მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ავარია დღეს, 30 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



