რეზონანსი
(31.10.2023)

ავარია მოხდა კახეთის გზატკეცილზე - როგორც ცნობილია, შემთხვევას ჩოხატაურელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გარდაცვლილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის მკვიდრი გიორგი ხაბეიშვილი.

"მშვიდობით მებრძოლო...

29.10.2023 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ლეიტენანტი გიორგი ხაბეიშვილი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი მებრძოლი სული და მისი ოცნება რის გამოც თავდაცვის ძალებში მსახურობდა ახდენილიყოს... მისი ოცნება/მიზანი იყო დაეცვა და ებრძოლა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის...

მშვიდობით მეგობარო. შევხვდებით სხვა ცხოვრებაში უკეთეს ადგილზე" - წერია "საქართველოს სამხედრო ძალის" ფეისბუქგვერდზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე