რეზონანსი
(31.10.2023)

პარიზის მეტროში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მძიმედ დაჭრა ჰიჯაბიანი ქალი. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მგზავრებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ქალი მათ ემუქრებოდა.

„საკუთარი უსაფრთხოებისთვის საშიშროების გამო, პოლიციის აგენტებმა იარაღი გამოიყენეს“, – განუცხადეს სააგენტო „როიტერს“ პოლიციაში.

სამართალდამცველების ცნობით, ქალს მათ გაფრთხილებებზე რეაგირება არ მოუხდენია.

როგორც ფრანგული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ქალი ყვიროდა „ალაჰუ აკბარ“ და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე