რეზონანსი
(31.10.2023)

ქართველი მაყურებელი თენგიზ არჩვაძეს დაემშვიდობა. მსახიობი დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მსახიობის ოჯახის წევრებს და ახლობლებს პირადად მიუსამძიმრა პრემიერმა, მეუღლესთან ერთად. თენგიზ არჩვაძის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტშიც. შალვა პაპუაშვილმა მსახიობის გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრა და თქვა, რომ ის იყო ყველა თაობის სამაგალითო და საყვარელი მოქალაქე.

თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე