რეზონანსი
(31.10.2023)

თბილისში, ჭავჭავაძის 37 ნომერში ლომბარდი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, 30 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს აცნობეს, ლომბარდ "ტონვექსიდან" წაღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხა. საუბარია დაახლოებით 800 ათას აშშ დოლარზე.

 შსს-ში განაცხადეს, რომ დაკავებულია 2 პირი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე