
ჩვენ მოვისმინეთ მისი ინტერვიუ [„სიბიესთან"], რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება არ არის დარწმუნებული კანდიდატის სტატუსი უნდა თუ არა. აი, ამიტომაც არ ვუშვებდით, ამ ნარატივის, ანტიქართული, ანტიევროპული ხედვების გამო, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ისეთ ასაკშია, რომ ეს მოგზაურობა მისთვის [პრეზიდენტისთვის] ალბათ აუცილებელია და ამასთან გვაქვს საქმე, თორემ ოფიციალური თანხმობა არ აქვს. ჩვენ მოვისმინეთ მისი ინტერვიუ [„სიბიესთან"], რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება არ არის დარწმუნებული კანდიდატის სტატუსი უნდა თუ არა. აი, ამიტომაც არ ვუშვებდით [უცხოეთში], ამ ნარატივის, ანტიქართული, ანტიევროპული ხედვების გამო", - აღნიშნა ზარქუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა დანიის სამეფოში წასვლაზე უარი თქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სალომე ზურაბიშვილი უნებართვო ვიზიტში არ წავიდა. განმარტებები საკუთარ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტს არ გაუკეთებია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



