რეზონანსი
(01.11.2023)

ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში, თაიას მთაზე ხანძარია. ცეცხლი ბუჩქებსა და ფოთლოვან ნაწილს უკიდია. ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება, რის გამოც ადგილზე მობილიზებულია მაშველთა ცოცხალი ძალა. ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩართულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ჩხოროწყუს მერის განცხადებით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის გავრცელების ფართობი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე