რეზონანსი
(01.11.2023)

ნიკა მელია ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. ნაცმოძრაობის ექს-თავმჯდომარე "პირველებთან " ინტერვიუში ამბობს, რომ ერთადერთი ფუნქცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანში ოპოზიციას აქვს, ეს "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მიცემა და მათი ე.წ. გალამაზებაა.

"მხოლოდ მივლინებების, მანქანების და საწვავის გამო პარლამენტში არ უნდა დარჩეთ" - მელიას ამ განცხადების ადრესატი ნაცმოძრაობა და ყველა ოპოზიციაა.

აქამდე აკრიტიკებდნენ, მაგრამ ჰქონდათ კოჭლი არგუმენტები დეპუტატებს ოპოზიციიდან, რომ 12 პუნქტი უნდა შევასრულოთ, რომ მიხელ სააკაშვილთან უნდა შევიდეთ, რომ საგამოძიებო კომისიები უნდა შეიქმნას. არაფერი მსგავსი არ ხდება და "ოცნება" გულწრფელად ეუბნება, რომ არც ვაპირებთ და ზემოდან, ყოველდღე ილახება ოპოზიციონერების იქ და პასუხის გამცემიც კი აღარავინ აღარ არის. ამიხსნას, მე არა, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, განსაკუთრებით ენმ-ს მენეჯმენტმა, რა სარგებელი მოაქვს იქ ყოფნას? თუ ეს სარგებელია მანქანა, საწვავი, მივლინებები და სხვადასხვა პრივილეგიები, კი ბატონო, ეს მათთვის შეიძლება იყოს კეთილდღეობა, მაგრამ ამის გამო არ ღირს იქ გაჩერება და "ოცნებისთვის" პარლამენტის შელამაზება".- ამბობს მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე