რეზონანსი
(01.11.2023)

ლიბანის დროებითი მთავრობის მეთაური ნაჯიბ მიქატი აცხადებს, რომ ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომი უკონტროლო არ გახდეს და არ გავრცელდეს ლიბანსა და მთელ რეგიონზე.
მიქატიმ, რომელსაც „ჰეზბოლა“ უჭერს მხარს, დაგმო ისრაელის იერიშები ლიბანის სამხრეთ ნაწილსა და ღაზის სექტორზე.
„აუცილებელია, ხუთი დღით ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდეს, რათა გაიმართოს აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე მძევლების გაცვლისა და დროებითი ზავის საკითხზზე, რათა რეგიონული მშვიდობის პირობებზე“, - განაცხადა მიქატიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



