რეზონანსი
(02.11.2023)

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, 14 წლის მოზარდს ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, შემდეგ კი ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში.

როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე