რეზონანსი
(02.11.2023)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, 3-დან 5 ნოემბრამდე ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვა. ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში, ჯამში - 15 სპორტსმენით წარდგება.

ბოლო ევროპირველობაზე, რომელიც სოფიაში ჩატარდა, ქართული დელეგაციის მონაგარი 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე