რეზონანსი
(02.11.2023)

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი იმის შესახებაც, რომ დაკავებულია საბადრაგო ჯგუფის ერთ-ერთი წევრიც.

შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"კურიერის" ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან იყვნენ, მათგან ორი კი არასრულწლოვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე