რეზონანსი
(02.11.2023)

ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაკავშირებულია გარკვეულ დისკომფორტთან. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ შეძლებისდაგვარად მოსახლეობა გაგებით ეკიდება ამ ყველაფერს, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დროს საუბარი იმ კომუნიკაციებზე, რომელზეც ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა რეაბილიტაცია. ჩვენ ქალაქის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შევეჭიდეთ: ვახორციელებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას, ასევე მიმდინარეობს სატრანსპორტო პოლიტიკის ინფრასტრუქტურის დაგეგმარება. ახალი გამზირები უკვე იმგვარად არის დაგეგმილი, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შესაბამისად იყოს ინფრასტრუქტურა მოწყობილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე