რეზონანსი
(02.11.2023)

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში „ჰამასის" თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს- "ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ ჰამასის თავდაცვითი ხაზების ნგრევას ღაზას სექტორის ჩრდილოეთით და აკონტროლებენ ცენტრალურ ტერიტორიებს...ბრძოლა მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავდით", - თქვა არმიის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ცნობილი ხდება რომ დღეიდან ისრაელმა ღაზის სექტორში დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა. არმიის ინჟინრები იწყებენ ფართომასშტაბიან ოპერაციას ჰამასის გვირაბების განადგურების მიზნით. IDF-ის ცნობით, ჯარებმა უკვე გაანადგურეს დაახლოებით 100 გვირაბი, თუ არ ჩავთვლით ავიადარტყმებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე