რეზონანსი
(03.11.2023)

დოლიძის ქუჩაზე კაცმა მეზობელი მამა-შვილი დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კონფლიქტი მეზობლებს შორის პარკირების ადგილის გამო დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა მამა-შვილი ცივი იარაღით დაჭრა. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ისინი, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეზობელმა იმ დროს დაჭრა, როცა პარკირების საკითხზე შელაპარაკება მოუვიდათ. 

დაჭრილებს სასიკვდილო დაზიანებები არ მიუღიათ. ისინი ცივი იარაღით არიან დაჭრილი.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე