რეზონანსი
(03.11.2023)

თიბისი კონცეპტი და სპორტული აღჭურვილობის მაღაზია „ადრენალინი”, 8 ნოემბერს 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის “Abstract” პრემიერასა და  საქართველოში პირველად “Faction Ski”-ს კოლექციის წარდგენაზე. 

ღონისძიებას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს.

ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შეხვდებიან გამოცდილი ფრირაიდერი და “Heliski Georgia”-ს დამფუძნებელი ივა წიკლაური და მთამსვლელი და ოპერატორი ნიკა ლებანიძე.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 15%-იანი ფასდაკლება დახვდებათ Faction Ski-ის ბრენდის კოლექციაზე სპორტულ მაღაზია „ადრენალინში”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ - ჩვენება შედგება ინგლისურ ენაზე. 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას*.

ფილმის და ღონისძიების მხარდამჭერები: Gorillas` Production, Red Bull.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში,  კ. მარჯანიშვილის #7.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე