რეზონანსი
(04.11.2023)

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის წევრი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

„მოუთმენლად ველით პარლამენტში მის გამოსვლას", - წერს ჟელეზნიაკი „ტელეგრამის" არხზე.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეფორმების პოზიტიურ შეფასებაზე მიუთითებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე